მსოფლიო
ძალადობა სექსუალური ორიენტაციის გამო არის დაუშვებელი,ჩვენი ხალხია – ნათელაშვილი პრაიდზე
2021-06-30 11:38:39
”ჩვენი ხალხია, ამიტომ, ძალადობა შეხედულებებისა, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო არის დაუშვებელი”- ასე ეხმაურება ”ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი TV პირველის ეთერში თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულს.
”მე ვარ ტრადიციული, ეროვნული, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი და ეს ცნობილია. ამის მიუხედავად, მე ვარ წინააღმდეგი ძალადობის მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფსა და ფენაზე, რომელსაც უნდა თავისი ნების და აზრის გამოხატვა და დაფიქსირება. იმავდროულად, მე კიდევ ერთხელ ვარ აღშფოთებული ცინიზმით, რასაც ვისმენ მმართველი პარტიის ლიდერებისგან, რომ არ არიან მომხრე პრაიდის გამართვის. აბა, ჩემო მეგობრებო (მტერი იყოს თქვენი მეგობარი და დათვი), ვინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი?
მე ვამბობ, რომ ძალადობა დაუშვებელია და თანასწორობა უნდა იყოს გარანტირებული, მაგრამ კანონი თვითონ მიიღეს და რატომ არ ასრულებენ? მაშინ, თუ ასე ფიქრობენ, რომ არ უნდა გამართულიყო პრაიდის ღონისძიებები, რატომ იღებდნენ ამ კანონს? ყველა ჩემი მოქალაქეა, ჩვენი ხალხია, ამიტომ, ძალადობა შეხედულებებისა, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო არის დაუშვებელი და პარტიის თავმჯდომარის საქმე არ არის კიდევ მოქალაქეთა სექსუალური ორიენტაცია. ჩემი საქმეა, რომ საქართველო გადავარჩენო.”- განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები