1 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუს-მა ქრთამის აღებისთვის, გლდანის გამგეობის თანამსრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს:

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს." აცხადებენ სუს-ში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები