1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე პასუხისგებაში 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი მიეცა – საგამოძიებო

2022 წლის განვლილ პერიოდში, თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი.

  • “უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი – წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა”, – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები