1 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 256 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წლის I კვარტალის მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგენს.

საქსტატის მიხედვით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით);

• მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით).

ამასთანავე, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა.

"ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესის მიხედვით, 2014-2021 წლებში, კვარტალების მიხედვით," - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები