0 4 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“

ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზამთარში, როდესაც გზის საფარზე მოჭიდების პრობლემა იჩენს თავს.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდების, ATE-ს, TRW-სა და BOSCH-ის, სამუხრუჭე სისტემებს, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოების დროს გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხუნდებისა და დისკების ხანგრძლივ მუშაობას.

პრემიუმ ხუნდებისა და დისკების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შექმნილია ცვეთისადმი გამძლეობით, რაც მათ უფრო ეკონომიურსა და ხანგრძლივად გამოყენებადს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კარგი მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა - უფრო მოკლე მანძილი, რაც რთულ ან მოყინულ გზებზე გადამწყვეტია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები