1 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, სირცხვილია" - კობახიძე დენდროპარკის ივანიშვილის ცოლისთვის ჩუქებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი, დედას, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა.

"დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მინდა ერთი რამე შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, უამრავი თეატრი, ა.შ.

ეს არის ტექნიკური საკითხი, სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის.

არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია- თქვა ირაკლი კობახიძემ დენდროპარკის ბიძინა ივანიშვილის ცოლისთვის ჩუქებაზე", - განმარტა ირაკლი კობახიძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები