1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა

 

ვაზიანის დასახლებაში, 40 წლის კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დედა-შვილის მრავლობითი დაზიანებები სამზარეულოს დანით გულის არეში აქვს მიყენებული. 

შემთხვევა  გუშინ ღამით მოხდა. ირკვევა, რომ 40 წლამდე კაცი მშენებლობაზე მუშაობდა. ოჯახი კი ვაზიანის დასახლებაში რამდენიმე თვის წინ გადავიდა. 

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები