1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი რიგი იყო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ჯანმოს დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

აღსანიშნავია, რომ გებრეიესუსი შვეიცარიის ქალაქ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა სწორედ ჟენევაში მდებარეობს.

შვეიცარიაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი კომპანიის ვაქცინა გამოიყენება. გასული წლის 19 დეკემბერს რეგისტრაცია Pfizer-მა, მიმდინარე წლის 12 იანვარს კი Moderna-მ გაიარა.

„ვაქცინა სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გავლა. თუ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცერით, როდესაც თქვენი ჯერი დადგება“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები