1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 წლის მოზარდი სქესის შესაცვლელი ოპერაციისთვის ფულს აგროვებს

ჩამოტვირთვა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს მოზარდი ბიჭია, რომელიც თავის სქესს საპირისპირო სქესის ჩაცმულობით მალავს. როდესაც ჯესი 3 წლის იყო, თანატოლი ბიჭებისგან განსხვავებით, ჯარისკაცებითა და მანქანებით თამაშს, უფროსი დის თოჯინებით გართობას ამჯობინებდა, ქალივით იცვამდა და დედის ტუჩსაცხსაც ისვამდა ბაგეზე. ჯესის საქციელი დედას თავიდან ბავშვური ხუმრობა ეგონა, მაგრამ ერთხელ, როდესაც ბიჭუნამ ითხოვა გოგოს საცურაო კოსტუმით აუზში ჩასვლა, მან გადაწყვიტა, შვილი სპეციალისტისთვის ეჩვენებინა. გამოკვლელევით დადგინდა, რომ ჯესის ჰორმონალური ბალანსი დარღვეული ჰქონდა. დროთა განმავლობაში, მშობლები შეეგუვნენ ამ ფაქტს და როდესაც ბიჭი წამოიზარდა, გოგოს ტანსაცმელი უყიდეს, ყურებიც გაუხვრიტეს და მაკიაჟის ხმარების ნებაც დართეს. მალე ჯესის 13 წელი შეუსრულდება და მისი ოცნებაა სქესის შესაცვლელი ოპერაცია გაიკეთოს. ამერიკის კანონმდებლობით კი, მსგავსი ოპერაციის გაკეთება 18 წლამდე აკრძალულია. ამასთან, ამ ტიპის ოპერაცია, 18000 დოლარი ჯდება, რაც მის ოჯახს არ გააჩნია, თუმცა ჯესის დედა შეპირდა, რომ სანამ ის სრულწლოვანი გახდება, მშობლები მოახერხებენ საჭირო თანხის შეგროვებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები