1 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ვიდექი დღეს,ვუყურებდი როგორ მიყავდათ მისი ბუმბულივით მსუბუქი სხეული და ვგრძნობდი,რომ აღარასდროს ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე”

სოციალურ ქსელში არ წყდება იმ ადამიანების სევდიანი კომენტარები, რომლებიც დღეს ნუცა მახვილაძის გასვენებას დაესწრო. მაია ასათიანის ქალიშვილის დაკრძალვას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება  ჟურნალისტი, მაკა რაზმაძეც.

 

"ამ ლამაზი გოგოს ამბავმა თითქოს მთლიანაც შემცვალა, სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანა.ვიდექი დღეს,ვუყურებდი როგორ მიყავდათ მისი ბუმბულივით მსუბუქი სხეული და ვგრძნობდი,რომ აღარასდროს ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე....თითქოს აზრი დაკარგა ყველაფერმა....აღარაფერი მაინტერესებს და აღარაფერზე მეფიქრება ერთის გარდა-როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი?რა უნდა გააკეთოს,როგორ უნდა მოერიოს ყველაფერს როცა სასაფლაოდან სახლში დაბრუნდება...ცარიე"ლ სახლში,სადაც აღარასდროს იქნება ის ანგელოზი რომელიც უკვე ცაში გაფრინდა.....“- წერს მაკა რაზმაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები