1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ბილი აილიშმა ფანს სოციალური დისტანციის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა

 ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ფანს სოციალური დისტანციის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა. 

 გამოცემის ცნობით, ბილი აილიშის 24 წლის თაყვანისმცემელი პრენელ რუსო რამდენჯერმე მის საცხოვრებელ სახლთან პირბადისა და ხელთათმანის გარეშე მივიდა. მან მომღერლის მამას ჰკითხა, სად ცხოვრობდა ბილი აილიში, შემდეგ კი სახლთან დაჯდა და წიგნის კითხვა დაიწყო.

 მომღერლის დაცვამ პრენელ რუსოს სახლის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე დაატოვებინა, თუმცა ის მაინც ბრუნდებოდა. ბილი აილიშის თქმით, პრენელ რუსო მის სახლთან შვიდჯერ იყო მისული. პრენელ რუსო ორჯერ დააკავეს, თუმცა კორონავირუსის გამო საპატიმროებში დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ დააპატიმრეს. საბოლოო ჯამში მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, პრენელ რუსო კი სახლში, ნიუ-იორკში დააბრუნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები