0 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მოკლულილის ცოლი დიდუბეში ჩამოუგდია მანქანიდან და საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი" -ვარკეთილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

 ვარკეთილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დრომდე უცნობი იყო ის, თუ სად იმყოფებოდა მოკლული გია ფეიქრიშვილის  მეუღლე, რომელიც მკვლელმა ინცინდენტის შემდეგ,   მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. 

"მოკლულილის ცოლი დიდუბეში ჩამოუგდია მანქანიდან და საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი" - ამის შესახებ აიტივის ოჯახთან დაახლოებული პირი უყვება, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისივე თქმით, მოკლული გია ფეიქრიშვილი, ვახტანგ გომელაურის ახლო მეგობარია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 38 წლის მოკლული მამაკაცი გია ფეიქრიშვილია.  მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ციხიდან ახალი გამოსული პირია, რომელსაც მოკლულის მეუღლე წლებია უყვარდა. მკვლელობის მოტივიც სწორედ ეს გახდა. 

მეზობლების თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ მკვლელმა, მოკლული გია  ფეიქრიშვილის მეუღლე მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. 

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მოკლულ ფეიქრშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები