0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

პურს რომ გიყოფს, გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის..დედაშენი არის ღმერთი

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის?ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია.. ამაშია მთელი უბედურება.. ამიტომ არ სწამთ ღმერთის..

ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.. ამაშია საქმე…ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება – ღმერთი ვარო.. პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის.. სცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის – მაშინ უნდა იწამო…აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა: ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ასეთ ღმერთს შენი რწმენა?! ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ გავს…”-ნოდარ დუმბაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები