0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა

 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.- ნათქვამია შინგანა საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები