1 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ლევან იზორია:"თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, გვაქვს გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს"

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, უწყებას კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეჩერებას.

ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან. შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ამ ორ პრინციპს ეფუძნება. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო კომპონენტისას, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად ისე სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა მარტო შეკავება არ არის მთავარი, მთავარია თავდაცვაც. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად იქნეს სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში“, - განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები