1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე იზრდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 300 ლარი იქნება

პარლამენტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გაყვანაზე ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. 1 წლის განმავლობაში იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად 300 ლარი იქნება.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები