1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ფხაკაძე: „კოვიდი ისევ მოდის... სამწუხაროდ, ისევ დაიწყო...“

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ კოვიდინფექცია ისევ იკრებს ძალებს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„კოვიდი ისევ მოდის…

სამწუხაროდ, ისევ დაიწყო …. ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიწყო კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ვარიანტებზე საუბარმა უკვე აზრიც დაკარგა. აზიაში და ჩინეთში რაც ხდება, გუშინ დავწერე…  რატომ ?!

ვიჩქარეთ… ძალიან ვიჩქარეთ რეგულაციების მოხსნა…

ვაქცინები არ გვინდაო, ახლაც გამოდის „ბრძენი” ხალხი, რუსული პროპაგანდა კი კიდევ მუშაობს – „ფაიზერი/მოდერნა“ დასავლური ვაქცინა არისო” და ამას ემატება ნაყიდი ვაქცინაციის საბუთების „ეფექტურობა”, დიახ, ბევრი ყალბი საბუთია…

სამედიცინო პირბადე არ გვინდა, „დავიღალეთო” …

 

დისტანცია – რას ლაპარაკობ, ხომ უნდა გადაგკოცნო, დიდი ხანია, არ მინახავხარ… რა ვიცი…

ვიცი, ყველა დაიღალა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე ….

ნუ იღლებით და აიცერით 3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, და დაიცავით დისტანცია!.. რამდეჯერ უნდა გითხრათ❗️ყველა, ბოდიში და იდიოტს, შარლატანს, გაუნათლებელს (ყველა გაგებით), აფერისტს (თქვენზე ფულს რომ აკეთებენ) უსმენთ და მეცნიერებს არ უსმენთ… რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი… ქართულიც ვისწავლე ამასობაში, მაგრამ თქვენამდე მაინც არ დადის. რა ვიცი… მითხარით, რა ენაზე უნდა გესაუბროთ. მგონი, ყველაფერი ვცადე, გამომრჩა რაიმე?

თუ კოვიდის არ გჯერათ, რა ვიცი" ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ… დაელოდეთ, ის მოდის… დიახ, საქართველოსკენაც მოდის… პრინციპში, არც არსად წასულა…

ჰიპოთეზების მოყვარულებს ვურჩევ, ან წიგნი გადაშალეთ, ან უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარეთ სასწავლებლად, იქნებ, რაიმე ისწავლოთ… დამღლელია რა…

კოვიდი ისევ მოდის…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები