0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იზოლაციის ვადა შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის.

„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები