0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მისაღებია, რომ გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები – მელია

ნიკა მელიას განცხადებით, ენმ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, მხარს დაუჭერს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატებს.

მისივე განმარტებით, ამის სანაცვლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები უნდა დაინიშნონ ყველა საკვანძო პოზიციაზე.

“გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არაფერი არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას, მიანიჭა იმისთვის, რომ რომ ქართულმა ოცნებამ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს… პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ იყვნენ, კი ბატონო, ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მხარს, მაგრამ საკრებულო, როგორც ასეთი, უნდა დაკომპლექტდეს ოპოზიციის კანდიდატების მიერ.

იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას, ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. კომისიებში, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოთ ოპოზიციონერებს” – განაცხადა ნიკა მელიამ TV პორველის ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები