0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სერგეი ლავროვს სომხეთში არსებული ვითარება არ მოსწონს

სომხეთში არსებული ვითარება რუსეთის შეშფოთებას იწვევს. განცხადება რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

სერგეი ლავროვის თქმით, სომხეთის ახალი ლიდერების დაპირება, რომ წინამორბედების პოლიტიკური დევნა არ დაიწყებოდა, წინააღმდეგობაშია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან. 

მისი განცხადებით ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების გამო, მოსკოვმა საკუთარი შეშფოთება არაერთხელ გამოხატა. ლავროვი აღნიშნავს, რომ მოსკოვისთვის მოკავშირე სომხეთში სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები