1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯები – ლაიენი

საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯები – ამის შესახებ,  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

”ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კარები ნამდვილად არის ღია და საქართველოზეა ახლა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა წინ წაიწიოს მთელმა ქვეყანამ და აჩვენოს, რომ გსურთ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. თქვენზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებთ ამ პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს, შესაბამისად, საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესში და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისკენ. ახლა საქართველოზეა დამოკიდებული გადადგას წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯები, გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურად და ნათლად აჩვენოს, რომ გააქტიურება გსურთ. ეს ასევე წყვეტს ვადას, ეს თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო მალე შეძლებთ, უფრო მალე იქნება პროგრესი და შესაბამისად, ქართველების ხელშია, რომ დაჩქარდეთ, ცხადი იყოთ და იმოძრაოთ ღია კარისკენ.” –  განაცხადა ლეიენმა

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები