1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაკისტანის სასამართლომ ღვთის გმობაში ეჭვმიტანილი გოგონა გაათავისუფლა

ჩამოტვირთვა

პაკისტანის სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ქრისტიანი გოგონა, რომელიც საპატიმროში ღვთის გმობის დანაშაულში გამო იჯდა. ამ ამბავს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, ამიტომაც მოსამართლე მუჰამედ აზამ ხანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა რიმსა მასიჰი, რომელიც ისლამაბადის ღარიბ გარეუბანში 16 აგვისტოს, ყურანის სურების შემცველი ქაღალდების დაწვის გამო დააპატიმრეს. მასიჰის დაპატიმრების წინააღმდეგ კომპანიის მონაწილეებმა ქრისტიანი გოგონას ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა მას შემდეგ გააძლიერეს, რაც პოლიციამ შაბათს მუსლიმანი სასულიერო პირი დააკავა, რომელიც მტკიცებულებათა შეთითხნის გამოა ეჭვმიტანილი. სჯულის გმობა პაკისტანში უმძიმეს დანაშაულად ითვლება, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები