1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თუნდაც მსუბუქი ფორმა გქონდეთ, არ იაროთ სამსახურებსა და სკოლაში" - პაატა იმნაძე

არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები