1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა.. რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები?!” - სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცებს ეძებენ

❗️❗️❗️  თავს ვიკავებდით ამ პოსტისგან -  ისევ ახლობლების განერვიულება არ გვინდოდა. 

 

მაგრამ… 

 

მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში!  მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა.

 

რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?!

 

ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი.  ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა? ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?! 

 

ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლა

არ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას !!!!

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო მესტიის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Mestia Municipality

 

წერს ანა წერედიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები