0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პანიკა "ლეოგრანდში"- თვითმხილველის მიერ, ხანძრის დროს სასტუმროში გადაღებული კადრები

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”.დაშავებულთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა სამედეცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანიდან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

დაშავებულთა უმეტესობამ დაზიანება კვამლის შედეგად მიიღო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები