0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სპეცოპერაცია თბილისსა და მარნეულში - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და მარნეულის რაიონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

მათ ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში. ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულები არიან: 1960 წელს დაბადებული გ. დ., 1985 წელს დაბადებული ტ.დ., 1977 წელს დაბადებული ე.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1982 წელს დაბადებული გ.გ.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-პრიმა-2 მუხლით და 223-პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები