1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15-ში ყველანი ვზეიმობთ.. მოვიდეს სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც, რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს - ალუდა ღუდუშაური

სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი. რა გზასაც სალომე ზურაბიშვილი ადგას, მას კარგად უნდა ესმოდეს და მინდა ვუთხრა მას, ნაკლებად მჯერა, რომ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს, უკაცრავად და კონსტიტუცია კიდია ფეხებზე და ჩვენი რჩევები რომ ესმოდეს, ამ დღეში არ იქნებოდა, ისეთი მრჩევლები ჰყავს მას როგორიც კაპიტანი გიგაური და სხვები არიან, მაგრამ რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს. ნამდვილად ასე იქნება, რადგან ძალიან უხერხულ სიტუაციაშია, ხელოვნურად იგონებს რაღაც თემებს. თუ უბრალოდ ჩაის ან ფინჯანი ყავის დალევისთვის თანამეინახეები არ ჰყავს და ხან რას იგონებს, ხან რას. კარგად უნდა ესმოდეს, რომ ცუდ გზას ადგას. რა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ადამიანი გამოვიდა და თქვა, საქართველომ რეკომენდაციები არ შეასრულა, სამართლიანად არ ეკუთვნის, თუმცა იქნებ უწყალობოთ და მისცეთ სტატუსიო. ეს არის ფარისევლობა, რაღაცებს იგონებს. გადაწყვეტილება იქნება 15-ში, დაელოდოს. ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ვზეიმობთ, მოვიდეს, დადგეს იქსალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები