1 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

პრინცესა დიანას ცხოვრების ახალი, სკანდალური დეტალები - ქორწილის შემდეგ ლედი დი თვითმკვლელობას ცდილობდა

   დიდი ბრიტანეთის პრესის ყურადღების ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა პრინცესა დიანას  პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები მოექცა.

  საქმე იმაშია, რომ უცნობმა პირმა პრინცესას  და  მწერალ ენდრიუ მორტონის  სატელეფონო საუბარი გაავრცელა.   საუბარი დიანასა და ენდრიუს შორის 20 წლის წინ შედგა.  როგორც ჩანაწერიდან ირკვევა,  პრინცესა არასდროს არ ყოფილა ბედნიერი საკუთარი ქორწინებით.

   საუბრის დროს, ლედი დი  რამდენჯერმე აფრთხილებს ენდრიუს, რომ ეს საუბარი მათ შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს..

   პრინცესამ  ჩარლის საყვარელი, კამილაც ახსენა,   სწორედ კამილა იყო მიზეზი იმისა, რომ პრინცესა ხშირად  ფიქრობდა  თავის მოკვლაზე .  ერთ-ერთი პირველი  მცდელობა მაშინ ჰქონდა, როდესაც  წყვილი თაფლობის თვეში იმყოფებოდა. პრინცი ყოველ 5 წუთში ერთხელ კამილას ურეკავდა.  მაშინ დიანამ ხელები დანით გადაისერა   და ამით ეცადა პრინცის ყურადღების მიქცევას..

 ეს ის ძირითადი დეტალებია, რაზეც აუდიოჩანაწერში არის საუბარი და რამაც ხალხის ყურადღება მიიქცია  

 შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს,  ავტოავარიის შედეგად 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები