თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამ...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
|
ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო და დაცვითი სისტემების ქართულ ბაზარზე „ჯიპიეს ჯორჯია“ ერთ-ერთი ლიდერია. მოთხოვნა GPS მონიტორინგის თანამედროვე და მაღალი ხარისხის სისტემების დამონტაჟებაზე ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე სტაბილურად იზრდება. ამას „ჯიპიეს ჯორჯიას“ ისტორია და ზრდის დინამიკა ადასტურებს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა, ბიზნეს პარტნიორ რატი მაღლაფერიძესთან ერთად, უკვე არსებული კომპანია რამდენიმე წლის წინ შეიძინა. იმ დროს კომპანიას დაახლოებით 700 ობიექტი ჰქონდა, თვიური შემოსავალი კი 30-35 000 ლარს შეადგენდა. ამჟამად ობიექტების რაოდენობა 12 000-მდეა გაზრდილი, თვიური შემოსავალი კი 200 000 ლარია.
„რამდენიმე წლის წინ, პარტნიორთან ერთად, ამ კომპანიის შეძენა გადავწყვიტეთ. თანხის ნაწილი გვაკლდებოდა და ამაში თიბისი დაგვეხმარა. რთული გზა გამოვიარეთ, მათ შორის პანდემიის პერიოდი, მაგრამ კომპანიას ზრდა და განვითარება არ შეუწყვეტია“.
„ჯიპიეს ჯორჯია», ძირითადად, კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება. «საშუალო და დიდ კომპანიებს ხშირად თავიანთი ავტოპარკი აქვთ – სატრანსპორტო კომპანიებს, ავტოგაქირავებას, აფთიაქებს, სადისტრიბუციო კომპანიებს და ა. შ. კორპორატიული ავტომობილების მფლობელი ყველა კომპანია, ცხადია, დაინტერესებულია, რომ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონდეს. იგულისხმება ავტომობილის არამიზნობრივად გამოყენება, საწვავის მოპარვა და ა. შ. ჩვენი უმთავრესი ფუნქცია ამ ყველაფრის პრევენციაა“.
კომპანია მომხმარებელს რამდენიმე ტიპის პროდუქტს სთავაზობს. პირველი არის GPS მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ინფორმაციას მანქანის გადაადგილების, სიჩქარის, ტარების ხარისხის, დამუხრუჭების და ა. შ. შესახებ და თანამშრომლის მიერ მანქანის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას აიოლებს.
მეორე ძირითადი პროდუქტი საწვავის სენსორებია. სენსორები ყენდება დიდ მანქანებზე, უშუალოდ ავზებში და ზომავს საწვავის ჩასხმას, მოხმარებას და, შესაბამისად, ქურდობის ფაქტის აღმოჩენას აიოლებს. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს მანქანა-მაცივრების გადაადგილების, საწვავის მოხმარების, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლს (მაგ., სადისტრიბუციო კომპანიების ავტომანქანებში, რომლითაც გაყინული საქონელი გადააქვთ, ასევე აფთიაქების სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებსაც ევალებათ ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, როგორც საწყობსა და ფილიალებში, ასევე მანქანებში).
არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, „ჯიპიეს ჯორჯია“ სთავაზობს კლიენტებს – მაგალითად, მძღოლის იდენტიფიკატორი, რათა კომპანიამ ზუსტად იცოდეს, ვინ იმყოფება საჭესთან.
ბიზნესმოდელი მარტივია – კლიენტი მოწყობილობებს იძენს, ამის შემდეგ კი თითო ობიექტზე ყოველთვიურად იხდის მხარდაჭერის მომსახურებას.
«სატრანსპორტო ტელემატიკაში (ტრანსპორტის თანამგზავრულ მონიტორინგში) ევროპაში წამყვანი პოზიცია უჭირავს ლიტვას. ჩვენი პარტნიორებიც ლიტვური კომპანიები არიან – Teltonika, რომელიც ჯიპიესების და სხვადასხვა დივაისების მწარმოებელი კომპანიაა და Gurtam – უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი. ასე რომ, ჩვენი მოწყობილობები მთლიანად ევროკავშირიდანაა. ჩვენ თავადაც ვამონტაჟებთ მოწყობილობებს – გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მიდიან და, გარდა ამისა, გაფორმებული გვაქვს პარტნიორობა «თეგეტა მოტორსთან». ჩვენი სამონტაჟო ქსელი ყველაზე კომპლექსურია და მთლიანად ფარავს საქართველოს ტერიტორიას ლაივ რეჟიმში. სხვა კომპანიებს თავისი მობილური ჯგუფები ყავთ, რომლებიც გამოძახებიდან მეორე ან მესამე დღეს მიდიან ადგილზე, რაც, მაგალითად, სალიზინგო კომპანიებისთვის (რომლებთანაც ასევე გვაქვს პარტნიორობა გაფორმებული) მისაღები არ არის. ჩვენ გაცილებით ოპერატიულები ვართ და, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს განაპირობებს ლიდერობას ბაზარზე“.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები