თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამ...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
|
„პორშე ცენტრი თბილისმა“ „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერით ავტომობილის შეძენა უფრო გაამარტივა, პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოარგო და უპროცენტო შიდა სალიზინგო მომსახურება შესთავაზა.
ხელსაყრელი შეთავაზება ამჯერად Porsche Taycan-ის უახლეს, 2024 წლის განახლებულ მოდელზე ვრცელდება. „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველია ავტოსადილერო მიმართულებით, რომელმაც გერმანული პრემიუმ ბრენდის მოყვარულებს შიდა უპროცენტო ლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.
მადონა ბაკურაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ კომერციული დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის შესაძენად საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. შიდა უპროცენტო ლიზინგით პორშეს მოყვარულები მიმდინარე წლის დასაწყისიდან სარგებლობენ. „თეგეტა ლიზინგის“ ხელშეწყობით შეთავაზების პირობები უკვე გამოცდილია. ამჯერად Porsche Taycan-ის შეძენის მსურველებს გავახარებთ. არჩევანი ამ მოდელზე ორი მიზეზით გავაკეთეთ: 2024 წლის განახლებული ვერსიის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ამასთანავე, ვაგრძელებთ ჩვენი კომპანიის „მწვანე პოლიტიკას“ და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ელექტრომობილების პოპულარიზაციას. ელექტრიფიცირებული ავტომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებასთან ერთად, ვფიქრობთ, ეს შეთავაზებაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება“.
Porsche Taycan 2024 განახლებული ელექტრომობილის შესაძენად პირობები ასეთია:
· 0%-იანი შიდა ლიზინგი 10%-იანი თანამონაწილეობით და ორწლიანი პერიოდით.
· 5.5%-იანი შიდა ლიზინგი 10%-იანი თანამონაწილეობით და სამწლიანი სალიზინგო პერიოდი.
პროცესების გასამარტივებლად და მეტი კომფორტისათვის „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ გასული წლის ბოლოს შეიქმნა. მარტივი და მოქნილი პირობებით ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც მომხმარებლებისთვის ამ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ლიზინგის“ დირექტორი: „მეტი ხელმისაწვდომობა, მარტივი და სწრაფი სერვისი - ეს იყო „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანი. კომპანია უკვე ნახევარ წელზე მეტია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულმა დადებითმა უკუკავშირმა მისი ეფექტიანობა ნათლად დაადასტურა. იმის გათვალისწინებით, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ და „თეგეტა ლიზინგი“ ერთი ჰოლდინგის ნაწილია, პროცესები მომხმარებლისათვის კიდევ უფრო გამარტივებულია. ავტომობილის შეძენა და სალიზინგო პირობებით სარგებლობა ერთ კომპანიაშია შესაძლებელი, რაც ოპერატიულობას განსაზღვრავს და მეტად კომფორტულია როგორც ფიზიკური პირების, ისე კომპანიებისთვის. ვფიქრობთ, ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენი მომხმარებლისათვის და წინ გადადგმული ნაბიჯი კომპანიისა და, ზოგადად, სექტორის განვითარებისათვის“.
„თეგეტა ლიზინგთან“ ერთად დაგეგმილი „პორშე ცენტრი თბილისის“ შეთავაზება უკვე ძალაშია. ცნობილი Porsche Taycan-ის ახალი ვერსია კი, მეტი შესაძლებლობებითა და სიმძლავრით, - „პორშეს“ შოურუმში ელოდება მყიდველებს.
2024 წლის ელექტრიფიცირებულ მოდელს რამდენიმე უპირატესობა აქვს: სწრაფად იტენება და, წინამორბედებთან შედარებით, ერთი დამუხტვით ბევრად მეტ მანძილს ფარავს. გარდა ამისა, Style Porsche-მ დახვეწა დიზაინი, ხოლო Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. Taycan-ის ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა, გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით, კიდევ ბევრი მიმართულებით გამოირჩევა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები