1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსის წარმატების სამი ისტორია

  ჯეფ ბეზოსი, კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელია..
 ბიზნესმენი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უოლ სტრიტზე, საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტად  მუშაობდა.

1994 წელს მან მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, ბანკი დატოვა და საკუთარი კომპანია გახსნა, რომელსაც მსოფლიო “ამაზონის” სახელით იცნობს. საცალო ვაჭრობის ამ გიგანტს, რომელიც ადრეულ ეტაპზე წიგნებთან, შემდეგ კი მუსიკასა და ვიდეოპროდუქციასთან ასოცირდებოდა, ამჟამად ათობით მილიონი დასახელების პროდუქცია აქვს და მათი უმეტესი ნაწილი სულაც არ არის მედიაპროდუქტები: ფეხსაცმელები, ჩოგნები და თითქმის ყველაფერი, რისი ტრანსპორტირებაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი..
 ამ სამმა ისტორიამ, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში 


1. არასდროს ინანო არაფერი

ბანკის პრეზიდენტობის დატოვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მას ქონდა დიდი სურვილი გაეხსნა კომპანია, რომელიც მილიონობით ადამიანს მოემსახურებოდა.

ბეზოსმა  თქვა, რომ მისი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება –  “ამაზონი” არ შეექმნა.

2. დიდი თამაშის თამაში

1995 წელს როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტის ბედი გადაწყვეტილი, მან შექმნა ინტერნეტ მაღაზია, რომელიც თავიდან მხოლოდ წიგნებს ყიდდა. ის, რომ დღეს ამაზონი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, სწორედ გარისკვისა და სინანულის თავიდან აცილების შედეგია.ითამაშე დიდი თამაში

“ამაზონის” შექმნის პირველ დღეებში, ბეზოსმა ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანიის წარმატებას დაჭირდებოდა რამდენიმე წელი და თავიდან ისინი წაგებაზე იმუშავებდნენ.

90-იანი წლების ბოლოს, კომპანია სწაფად ვითარდებოდა და მომხმარებელი ძალიან სწრაფად იმატებდა. 2003 წელს კომპანიამ ნახა პირველი მოგება და ბეზოსის ხედვა გამართლდა. მან განაცხადა, რომ წარმატებამდე მისვლა ადვილი არ არის და ბიზნესი, რომ გახდეს მომგებიანი ამას წლები სჭირდება.

3. თუ გინდა იყო ინოვატორი, მზად იყავი შეცდომებისთვის

დღეს “ამაზონი” მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი საცალოა. როდესაც ბეზოსმა კომპანია        დაარსა ეს ინოვაცია და ახალი გამოწვევა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ბეზოსის ცხორება განსაზღვრა.

ერთხელ, ბეზოსმა განაცხადა, რომ თავადაც არ ჯეროდა, რომ კომპანია ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ერთ-ერთ ინვესტორს მან განუცხადა, ”ფულის დაკარგვის შანსი 70%-ია და თუ თქვენ გეშინიათ ამ ფულის დაკარგვა ინვესტიციას ნუ გააკეთებთ”.

ბეზოსი ამბობს, რომ ინოვაცია რისკის გარეშე არ არსებობს.

დღეს კი კომპანია “ამაზონზე”, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ათობით მილიონი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები