2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა და ა.შ."- მამუკა ხაზარაძე

"სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ.

დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩააბარებ და ევროპიდან მოზიდულ თანხებს გადაუხდი, რომელიც ჩვენი გადასახდელია, დანაშაულის ტოლფასია. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება - არაერთი ქართველი გეოლოგი და ამ საქმის მცოდნე ამბობს, რომ პროცესი უდიდესი დარღვევებით მიდის, რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს. 

აღარაფერს ვამბობ “ატკატებსა” და კორუფციაზე, ყველამ ყველაფერი იცის, კონტრაქტორმაც და ქვეკონტრაქტორმაც, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა საუბარი "არ მოსულა". "ოცნება" ხომ ცდილობს “გრუზინებად”  აქციოს ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა ხომ ახალი რუსული სტანდარტით - გაგებით იმართება და არა კანონებით და სტანდარტებით. 

დავფიქრდეთ, საით მიდის ქვეყანა?! ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. რუსული მმართველობა სხვა კი არაფერია - კორუფცია, ნეპოტიზმი და ადამიანის დაცულობისა და მისი ინტერესების უგულველყოფა. დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს! ჩვენი შვილების მომავალი განვითარებულ და ძლიერ მსოფლიოშია!" - პარტია "ლელო-საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები