0 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანში ორმა არასრულწლოვანმა ორი ავტომობილის მოპარვა სცადა

გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსთან ორი მსუბუქი ავტომობილის მოპარვა სცადეს.

ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელის ინფორმაციით, მან  დაინახა, რომ უცნობი პირები მისი ავტომობილის მეორე ავტომობილისთვის მიბმას და კორპუსიდან გაყვანას შეეცადნენ.  

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის დასრულებულია.

მომხდარზე საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით არის აღძრული, მხილებულია ორი არასრულწლოვანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ დანაშაულის ჩადენის მცდელობის შესახებ მოქალაქემ აცნობა, პოლიციამ ავტომობილების ქურდობა აღკვეთა.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები