1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა


დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. გადარჩა მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 50 წლის არის. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე მიმავალ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას მოძვრა მისაბმელი, რომელიც მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების მიერ შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე ტარდება. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები