1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოზურგეთში ორი მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ჩამოტვირთვა

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში. 2 მამაკაცი ქალაქის ხალხმრავალ ქუჩაზე დღისით ავტომობილში ჩაცხრილეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლა ავტომატური იარაღიდან დიდხანს გაგრძელდა, თუმცა უშუალოდ თავდამსხმელები არავის დაუნახავს. რამდენიმე საათის შემდეგ ავტომობილი, რომლითაც შეიარაღებული თავდამსხმელები მიიმალნენ მეზობელ სოფელში დამწვარი იპოვეს.

მოკლული მამაკაცები ერთმანეთის ნათესავები არიან. გავრცელებული ინფორმაციით ერთი მათგანი საპატიმროდან ახალი გათავისუფლებული გურამ ფოცხიშვილია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ეგრედ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან. მისი თანმხლები კი მისივე სიძეა დიმიტრი ომელჩენკო, რომელიც ერთ-ერთ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა. წინასწარი ვერსიით მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.

ერთ-ერთი გარდაცვლილის, დიმიტრი ომელჩენკოს ახლობლები საუბრობენ, რომ მისი გარდაცვალება შემთხვევითობას უკავშირდება. 

“გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ვნახე. საკმაოდ მშვიდად და წყნარ გარემოში იყო. უპატიოსნესნი ადამიანი იყო, არანაირ კრიმინალთან შემხებლობა არ ჰქონია. არავისთან კონფლიქტი ჩვენ არ გაგვიგია, რომ  დიმას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდეს და როგორც ვფიქრობთ ჩვენ ახლობლები, რომ ეს ყველაფერი იყო დიმას მისამართით შემთხვევითობა,“ - განაცხადა დიაკვანმა დავით გოგიტიძემ.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაკეთებულა თუმცა ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს რაც დამამძიმებელ გარემოებაში განძრახ მკვლელობას გულისხმობს.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები