0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დანერგა თიბისის ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა - Google Pay

თიბისიმ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.

 

საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად თიბისის შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი.

 

“ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში". - გიორგი მაევსკი, თიბისის სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.

 

"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური"- თეო კეკელია, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი.

 

თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.

 

Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები