1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს “ნამოხვან ჰესში” ? - ნახეთ, რას წერს გიორგი კაპანაძე

მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სამოქალაქო აქტივისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს:

"ივანიშვილის ინტერესები “ნამოხვან ჰესში”.

1. “ნამოხვან ჰესის” მშენებარე კომპანიის, “ენკას” დირექტორად დაინიშნა “ჯორჯიან მანგანეზის” (ჭიათურმანგანუმი, ფერო, ვარციხე ჰესი) ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე, რომელიც მანგანუმის ბიზნესში მსხვილ კორუფციულ სქემებს ალაგებდა, უჩასთან შეთანხმებით. ახლა კი “ენკაში” ალაგებს. ივანიშვილის კლანის თვალი და ყური “ენკაში”. 

2. “ნამოხვანის” პროექტში ცემენტის/ბეტონის მთავარი მიმწოდებელია კომპანია “ჰაიდერბერგცემენტი”, რომლის 50 პროცენტს ფლობს ივანიშვილი. შესაბამისად, “ნამოხვანის” პროექტიდან, ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ელოდება დიდ მოგებას. 

3. “ნამოხვანზე” აქცენტირებული პროტესტის პარალელურად, ივანიშვილი წყნარად და მშვიდად აშენებს “ონის ჰესების კასკადს”, რომელზეც ასევე დიდი ამბები იყო, თუმცა, პროტესტი მინელდა. 

4. ენერგობიზნესს (მათ შორის ელ ენერგიის რეექსპორტს) განაგებს ივანიშვილის კლანი. უჩა + ჩხარტიშვილი. ჰესების დიდ ნაწილს, კალაძესთან ერთად სწორედ ეს კლანი აკონტროლებს საქართველოში. 

5. შესაძლოა ეს პროცესი დასრულდეს იმით რომ “ნამოხვან ჰესში” შეიცვალოს წილობრივი მონაცემები ივანიშვილის კლანის სასარგებლოდ ან “ენკას” დამატებით გამოსტყუონ მილიონები ქოცებმა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები