1 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მეშინია ღამის ზარების…. არაფერს კარგს არ ველი…ვიპოვი იმ ფოტოს სადაც მარტო მე დავრჩი ცოცხალი“

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში მეგობრის დაკარგვის შესახებ წერს:

„სადღაც მაქვს ფოტო, რომელზეც მე, გია და ორი მერაბი ვართ – მერაბ ბარამია – წიე და მერაბ ზავრადაშვილი – პუშტუ. ერთი ფორმალურად დაცვა და მეორე ფორმალურად მძღოლი. ფორმალურად იმიტომ რომ ჩვენ ოთხივე ერთი ოჯახის წევრები ვიყავით.
1994 წლის 3 დეკემბერს მოკლეს გია, დამჭრეს მე, მძიმედ დამჭრეს, მაგრამ გადავრჩი და ეს გიას და წიეს დამსახურებაა: გია მანქანიდან გადავიდა და წიე მანქანაში ჩაწოლილს მთელი ტანით გადამეფარა. ისიც დაიღუპა.
დავრჩით მე და პუშტუ და ეს წლები ისევ ერთ ოჯახად გავიტანეთ.
რამდენიმე წუთის წინ მირეკავს უცნობი ნომერი.
მეშინია ღამის ზარების. არაფერს კარგს არ ველი.
პუშტუს შვილი მირეკავს მამა აღარ არისო.
ვიპოვი იმ ფოტოს სადაც მარტო მე დავრჩი ცოცხალი.
პუშტუ აღარ არის და ვინც მე მიცნობს იმ წლებიდან, ზუსტად იცის ვინ აღარ მყავს. “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები