1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა და ბაზრის წილი.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჯილდო განაპირობა, თანამედროვე Bulk Cash-in აპარატია, რომელიც თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, 2021 წელს დანერგა.

აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ.

ამ დროისთვის თიბისის ფილიალებსა და კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე  ჯამში 100 აპარატია განთავსებული. აპარატებმა 2023 წელს 2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული  მიიღო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები