თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამ...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
|
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველომ“ შვედური ბრენდის ელექტრომობილები XC40 და EC40 კომპანიას დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდა.
მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. მოლაპარაკებები კომპანიასთან 2023 წლის მიწურულს დავიწყეთ და შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. შედეგად „ასტრაზენეკას“ ავტოპარკი სრულად განახლდება VOLVO-ს ელექტრომობილებით. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება გარემოზე ზრუნვის საკითხს და მთელი ავტოპარკი ელექტრული ავტომობილებით ჩაანაცვლა, მეორე მხრივ კი, აქცენტს აკეთებს უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით კომპანიის მოთხოვნებსა და მიწოდების ვადებს. საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მინდა, „ასტრაზენეკას“ მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ზრუნავს გარემოზე და ირჩევს „ვოლვოს“ ბრენდს“.
„ასტრაზენეკას“ გეგმაა, კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრული გახდეს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილების შერჩევის პროცესში საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და კრიტერიუმები ჰქონდათ. ეკოლოგიურობასთან ერთად, პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება „ვოლვო ქარ საქართველომ“ შეძლო, შესაბამისად, კომპანიის ავტოპარკი VOLVO-ს ელექტრომოდელებით ჩანაცვლდება.
მაია მაისურაძე, „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ წარმომადენლობის დირექტორი საქართველოში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება და ამ გამოწვევაში საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები გვქონდა. პარტნიორმა კომპანიამ კი სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ და წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის. ჩვენი ავტოპარკის 80% უკვე განახლდა და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“.
მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში შვედეთის საელჩოს ჩართულობა, რომელიც საქართველოში მოქმედ შვედურ კომპანიებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. ავტომობილების გადაცემის პროცესს საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი ილვა ფესტინი ესწრებოდა.
ილვა ფესტინი, საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი: „ვოლვო ქარ საქართველო“ და „ასტრაზენეკა“ საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ კი ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შვედურ კომპანიებს საქართველოს მიმართ აქვთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ქართული ბიზნესი თანმიმდევრულად ვითარდება როგორც მსოფლიოში არსებულ მიზნებთან, ასევე მდგრადობის პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გვსურს, ამ თანამშრომლობით სხვა კომპანიებიც წავახალისოთ, რადგან, თუ კომპანიას სურს, მომავალში რელევანტურად დარჩეს, მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დადგეს“.
აღსანიშნავია, რომ გლობალურად „ასტრაზენეკას“ სტრატეგია, სათბურის აირების ემისიის შემცირებაა გარემოში, ამ პროცესში კი კომპანიის მხარდამჭერი შვედური ავტომწარმოებელი „ვოლვოა“. ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტის AstraZeneca-სა და შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს პარტნიორება 40-წლიან ისოტრიას ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამაც არჩევანი სწორედ „ვოლვო ქარ საქართველოზე“ შეაჩერა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები