1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 20 მლნ 552 ათასი ლარით გაიზარდა

თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 20 მლნ 552 ათასი ლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 823 მილიონ 624 ათასი ლარი შეადგინა.

საკითხი დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტი, სხვა პროგრამებთან ერთად, ასევე, მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების პროგრამას მოხმარდება, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, ასევე, გაზარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რაიონული გამგეობებისა და საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი.

„დღეს გაიზარდა ბიუჯეტი და მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი ბიუჯეტით უზრუნველყოფილი არის ახალი პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ეხება მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებას. ეს არის ახალი პროგრამა და მრავალი ჩვენი თანამოქალაქე საჭიროებს ამგვარ ოპერაციას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან იქნება უზრუნველყოფილი 6000 ლარიანი ვაუჩერით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ აღნიშნული დაფინანსებით ისარგებლონ. გარდა ენდოპროთეზირებისა, გაზრდილ ბიუჯეტში გაზრდილი არის აუტიზმის სპექტრთა ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები