1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

კადრები, რომლებსაც მსოფლიო ვერ დაივიწყებს...

ჩამოტვირთვა

კინო დაიწყო. ხმაური, სიჩუმე, კინო გრძელდება. შუქი თავს მარიდებს, მე შენი სიშიშვლე ეკრანზე ვიჩუქე, კინო დამთავრდა. ტიტრები ავიდნენ. დიახ თქვენ რეალური, მაგრამ ინსცენირებული გრძნობებისა და ურთიერთობების პირდაპირ იმყოფებით და ეს ეკრანზე გაცოცხლებული კადრებია, კადრები რომელთაც იმხელა გრძნობისა და ემოციის გამოწვევა შეუძლიათ, რომ ერთი წუთით მაინც, ცის ზემოთ რამდენიმე მეტრზე ან ცამდე მაინც, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით..... ეს კინემატოგრაფიაა, ოღონდ ყველასთვის გასაგები და მეტნაკლებად მისაღებიც... ჩვენ არ გამოვდივართ არც ფელინიდან არც ალმადოვარიდან და მითუმეტეს არც სტენლი კუბრიკიდან, ყველასთვის გასაგებში კი ამ დროის იმ აქტუალურ ფილმებს ვგულისხმობთ რომლებმაც დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების გული მოიგო.. „ტიტანიკი“ „მამაცი გული“ „ტროა“ „ჯო ბლექი“ ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღევანდელ კინოინდრუსტრიაში ყველაზე კარგად იყიდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჯეიმს კემერონის გახმაურებულ ფილმს დღეს ბევრად მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ფელინის „ამარკორდს“ ან კიდევ კუბრიკის „მექანიკურ ფორთოხალს“. ფილმებს, რომლებსაც კინემატოგრაფები მაღალ შეფასებას აძლევენ საზოგადოების უმეტესობისთვის ძნელად აღსაქმელია, მათ ადვილად დასანახი და გასაგები სანახობა უფრო იზიდავთ, ვიდრე ძნელად ამოსაცნობი ფილმები, ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ფილმები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ დღესდღეობით საზოგადოების უმეტესობისთვის უფრო მეტად ძვირფასია, ვიდრე ის შედევრები, რომლებიც მსოფლიო კინოხელოვნების საგანძურს წარმოადგენენ. არვიცი კინემატოგრაფიაში რა ქულებით აფასებენ იმას, რასაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ, რადგან, ამ კადრებს უკვე წლებია, რაც ჩვენი, ადამიანების გაღიმება თუ ატირება შეუძლიათ. ე.ი. რეჟისორმა საწადელს მიაღწია და მისიაც შესრულებულია... მისია, შესრულებული გრძნობებისა და ადამიანური ურთიერთობების ხარჯზე, ის რაც დღევანდელ საზოგადოებას ყველაზე მეტად აკლია და ალბათ ისე ენატრება რომ ეკრანზე გაცოცხლებული კადრებითა და გრძნობებით ცდილობს უშველოს ამ მონატრებას, მაგრამ კადრი ხომ ერთი წუთია, ცხოვრება კი ამ 1 წუთიდან იწყება. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევეკითხოთ საკუთარ თავს, სადამდე ვიკვებოთ ინსცენირებული, ნიღაბმორგებული, ლამაზად შეფუთული თამაშობებით, იქნებ თავს გაზრდა დავაძალოთ და იმის გაცნობიერება რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად გრძნობა ემოცია და ადამიანური ურთიერთობა გვჭირდება, რაც თურმე როგორ მოგვნატრებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები