1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდასხმისთვის დაკავებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არასრულწლოვანია. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოქალაქე 2003 წელს არის დაბადებული. თუმცა თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელი 22 წლის იყო. 

„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები