1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ - დაკავებულია 18 ადამიანი

საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის ბრალდებით, თურქეთში 18 პირი დააკავეს. პოლიციამ სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩაატარა.

Haberturk-ის ინფორმაციით, 300-ზე მეტმა პოლიციელმა სამი სახლი გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ფულიც ამოიღეს.

საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციაში ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ. შემდეგ კი პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, სამივე ქალი გაათავისუფლეს და ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს. იგეგმება მათი საქართველოში დეპორტაცია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები