1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი. უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული.

 ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები