1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გასროლა სუს-ის თანამშრომლის სალხში მოხდა - 21 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

  გლდანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რა დროსაც 21 წლის გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა, სუს-ის თანამშრომლის სალხში მოხდა და იარაღიც მას ეკუთვნოდა.

ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მამის სამსახურებრივი იარაღი მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა აიღეს, რა დროსაც გასროლა მოხდა.

21 წლის გოგონა, რომელიც შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა სუს-ის თანამშრომლის ოჯახში ქირით ცხოვრობდა, ის სტუდენტი იყო და ერთ ერთი რეგიონიდან იყო ჩამოსული. ამჟამად დაღუპულიც ცხედარი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.

მომხდარზე კი გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი, რომელმაც გაისროლა 13 წლისაა და კანონმდებლობის მიხედვით, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ მოხდება. არ არის გამორიცხული საქმე გადაკვალიფიცირდეს.
წყარო: 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები