1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

კიევიდან გამოძევებული კანონიერი ქურდი საქართველოში შემოუშვეს


კიევიდან გამოძევებული პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც უკრაინული მედია კანონიერ ქურდად მოიხსენიებს, ქართველმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ შემოუშვეს.

გიორგი გახარიას უწყებაში განმარტავენ, რომ უგრეხელიძე კრიმინალი არ არის და კიევიდან მხოლოდ საბუთებში არსებული უზუსტობების გამო გამოუშვეს.

უკრაინის უსაფრთხების სამსახურის ცნობით კი, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, კიევში გუშინ დააკავეს და იძულების წესით საქართველოში დააბრუნეს. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ის ძალადობრივ დანაშაულსა და უკრაინაში ქარვის უკანონო მოპოვების საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძე ბოლო 15 თვის განმავლობაში უკრაინიდან საქართველოში უკვე მესამედ გამოაძევეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები