0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

3D-ში გაცოცხლებული ნახატები და თანამედროვე აბსტრაქციები

ჩამოტვირთვა

კრეატივი, ღრმა ფერები და ორიგინალურობა. ის უკვე ბავშვობიდან ხატავს, თუმცა 16 წლისამ იგრძნო, რომ რაღაც ღირებულის შექმნა შეეძლო. ტილოზე შესრულებული და ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ნახატები მნახველს სისადავისა და სილამაზის განცდას უტოვებს. 21-ე საუკუნესაც ფეხი აუწყო და მხატვრობის მოყვარულებს ნამუშევრები სამ განზმილებაში შესთავაზა. მხატვარი ეკა ფერაძე უკვე დიდი ხანია ტილოზე აკრილითა და ზეთით ხატავს. მხატვრისთვის აქტუალური ამჯერად აფრიკის თემატიკაა. აფრიკული მოტივი მის ნახატებში იგრძნობა. ამბობს, რომ ხატვის დროს გრძნობს იმ გაჭირვებას, რომელსაც ეს ხალხი განიცდის. ამიტომ ლოგიგურიცაა, რომ ხელოვანის ყველაზე საყვარელი ნამუშევარი, სამ კომპოზიციაში შესრულებული აფრიკელი ქალბატონების პორტრეტია. ეკა ფერაძის ნამუშევრებში ამჯერად აქტუალური აფრიკელი ქალის სილუეტები, იქაური ბუნება და აფრიკელების დუხჭირი ცხოვრებაა გადმოცემული. მხატვარი ამბობს, რომ მისი ნამუშევრები გამოძახილია აფრიკელი ხალხის გაჭირვებული ცხოვრებისა. მხატვარ ეკა ფერაძეს დიდი სურვილი აქვს, აფრიკაში ჩავიდეს და უშუალოდ ნახოს ის, რასაც ხატავს. ფიქრობს, რომ თანამედროვე ინტერიერისთვის აბსტრაქციები აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები