2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო:

“დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ.

ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, "ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!, – წერს მაცხონაშვილი.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ორი დღის წინ რუსთავი2–ის ეთერში თქვა, რომ 11 წლის წინ, მისი ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები