2 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნული გამოცდებასთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს.

როგორც გორგოძე აღნიშნავს, აბიტურიენტებს რეკომენდაციების შესახებ გამოცდებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე ეცნობებათ.

„ვფიქრობ, წინა წლის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. შარშან სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ყოფნა, ყველაფერი იყო ახალი - ფაქტია, კარგად იმუშავა შემუშავებულმა სქემამ. უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უფრო მომზადებულად ვთვლით თავს. პირველადი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. მათ გვითხრეს, რომ შარშან შემუშავებული რეკომენდაციები რელევანტურია, თუმცა შანსი იმისა, რომ ისინი გადაიხედოს და კორექტივები შევიდეს, რა თქმა უნდა, არის - ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, რა ეპიდსიტუაცია გვექნება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე. არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვაკვირდებით სიტუაციას და გამოცდებამდე დაახლოებით 10 დღით, 1 კვირით ადრე ექნებათ აბიტურიენტებს ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ ამ რეკომენდაციებში შეიძლება დაზუსტდეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტების მართვა.

ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, ვირუსის მატარებელ აბიტურიენტებს სავარაუდოდ, გამოცდის ჩატრება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოუწევთ. არ განიხილება საკუთარ სახლში და ასევე ღია სივრცეებში (სტადიონები, ღია მოედნები) გამოცდის ჩატარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები